ბეთლემში პუტინის ქუჩაზე რუსეთის კულტურულ-საქმიანი ცენტრი განთავსდება
საქართველო, 30 აგვისტო,
საქინფორმი. ბეთლემში, პუტინის ქუჩაზე რუსეთის კულტურულ-საქმიანი ცენტრი გაიხსნება, რომლის მშენებლობაში 30 მლნ დოლარი ჩაიდება. თანხებს კი კერძო რუსი ინვესტორები გამოყოფენ.
კომპლექსში განთავსდება ბიზნეს-ცენტრი, მუსიკალური თეატრი და სპორტული სკოლა, სადაც საბრძოლო ხელოვნებებს შეასწავლიან. მშენებლობის დასრულებას ერთი წლის შემდეგ გეგმავენ. სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია.