უცხოეთი
სამხედრო ზეწოლა სირიაზე: აშშ მარტო რჩება

1-davlenieსაქართველო, 30 აგვისტო, საქინფორმი. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ აშშ მზადაა, სირიაზე იერიში მოკავშირეების მხარდაჭერის გარეშეც მიიტანოს. რიტორიკა უწინდებური რჩება: ასადის რეჟიმმა დაზუსტებით გამოიყენა ქიმიური იარაღი, რისი მტკიცებულებებიც არსებობს და მათ, სავარაუდოდ, მალე გამოაქვეყნებენ. ბარაქ ობამა ყოყმანობს, აშშ-ის კონგრესშიც ყველა როდია  დარწმუნებული, რომ ამერიკას კიდევ ერთი სამხედრო კონფლიქტი ესაჭიროება.

აშშ-ის მთავარი მოკავშირე დიდი ბრიტანეთი, მისი პარლამენტის გადაწყვეტილებით, თამაშგარეა, ყოველ შემთხვევაში, უახლოესი დროისთვის. თუმცა, ამერიკული მედია აშშ-ის ადმინისტრაციის წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ვაშინგტონს შეუძლია მარტომაც დაარტყას სირიას, თუმცა ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

დღეისათვის თურქეთი ერთ-ერთი ქვეყანაა იმ მცირეთაგან, რომელიც უწინდებური მზაობით ლაპარაკობს სირიის კონფლიქტში ჩარევაზე. ნატოს ბევრმა ქვეყანამ კი ეს გადაიფიქრა. გაზეთ Independent-ის ცნობით, მათ შორის შესაძლოა აღმოჩნდეს საფრანგეთიც კი, რომელიც სულ მცირე ხნის წინ ლამის ყველაზე ხმამაღლა გაიძახოდა, რომ ბაშარ ასადი უნდა დაისაჯოს. ახლა კი პრეზიდენტ ფრანსუა ორლანდის რიტორიკა უფრო თავშეკავებულია.

თავად აშშ-შიც მოსახლეობის უმრავლესობა კიდევ ერთი სამხედრო ჩარევის წინააღმდეგია.