უცხოეთი
სნოუდენი: „ამერიკის დაზვერვას აინტერესებს რუსეთი, ჩინეთი, ირანი და კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა“

1-snowdსაქართველო, 30 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთი ამერიკული დაზვერვის პრიორიტეტული ინტერესების სიაში რჩება.

ამასთან, უწყებას აღარ ძალუძს განჭვრიტოს რუსეთის ხელისუფლების შესაძლო რეაქცია „მოსკოვში დიდი საპროტესტო აქციებისა და ტერაქტების მაგვარ პოტენციურად მადესტაბილიზებელ მოვლენებზე“. ასეთ აღიარებას შეიცავს საიდუმლო დოკუმენტი „კონგრესისთვის გათვალისწინებული ნაციონალური სადაზვერვო პროგრამის საბიუჯეტო დასაბუთება“, რომელიც გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ ხელთ მოხვდა.

გამოცემის თქმით, დოკუმენტი მათ სპეცსამსახურების ექს-თანამშრომელმა ედვარდ სნოუდენმა მიაწოდა, რომელიც საზღვარგარეთ გაიქცა და აშშ-ის ხელისუფლების მიერ ქვეყანასა და მსოფლიოში განხორციელებული ელექტრონული თვალთვალის პროგრამები გამოააშკარავა.

ჩინეთთან, ირანთან, კუბასა და ისრაელთან ერთად რუსეთი „პრიორიტეტული მიზნების“ ჩამონათვალშია. ებრაული სახელმწიფოს სიაში ყოფნა კი განმარტებულია იმით, რომ ვაშინგტონი დაინტერესებულია არა მარტო „მტრების, არამედ მეგობრების საიდუმლოებებითაც“. რთულ მიზნებში მოხვდა პაკისტანი, ხოლო აშშ-სთვის ყველაზე „გაუმჭვირვალე ქვეყანა“, პუბლიკაციის თანახმად, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკაა.