პოლიტიკა
პრემიერი ივანიშვილი Businessweek-ს: „პოლიტიკისგან სიამოვნებას ვერ ვიღებ!“

1-billionaireსაქართველო, 30 აგვისტო, საქინფორმი. რატომ უნდა ვიყო არაფორმალური ლიდერი, როცა შემიძლია ვიყო ფორმალური ლიდერი, - ამის შესახებ პრემიერმა ივანიშვილმა გამოცემა Bloomberg-ის დამატება Businessweek-თან საუბრისას განაცხადა. ჰენრი მაიერის სტატიაში სათაურით საქართველოს მილიარდერი პრემიერ-მინისტრი პოლიტიკიდან წასვლას გეგმავს“, ნათქვამია, რომ "მისი ქონება საქართველოს 15,8 მილიარდი დოლარის მქონე ეკონომიკის 35 პროცენტს შეადგენს და სწორედ ამიტომ ყველაზე აქტუალური თემა ახლა ის არის, თუ რას უზამს ივანიშვილი თავის მილიარდებს". როგორც მაიერი აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილმა მასთან საუბრისას განაცხადა, რომ საკუთარი ქონებიდან 3 მილიარდი დოლარი მან საქართველოს მოახმარა. ამასთან, სააკაშვილისთვის ივანიშვილის მილიარდებმა საქართველოს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს სტატუსი რისკის ქვეშ დააყენა.

"გარკვეულწილად, დასავლელმა ინვესტორებმა მიატოვეს კიდეც საქართველო მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოსულმა ივანიშვილის მთავრობამ გასულ წლის ბოლოს ათობით ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება დაიწყო, მათ შორის ექს-პრემიერ-მინისტრისაც", - აღნიშნავს ჰენრი მაიერი და დასძენს, რომ როგორც მასთან საუბარში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ, შესაძლოა, კორუფციის ბრალდებით თავად სააკაშვილიც გასამართლდეს. თუმცა, სააკაშვილი ამ ბრალდებებს "სასაცილოს" უწოდებს.

"პოლიტიკისგან სიამოვნებას ვერ ვიღებ, ეს ჩემს ხასიათში არ ჯდება", - ციტირებს სტატიის ავტორი ბიძინა ივანიშვილის კომენტარს, რომელმაც Businessweek-თან საუბრისას ასევე განცხადა, რომ გააგრძელებს მთავრობაზე დაკვირვებას და პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ კულისებს მიღმა არ დარჩება.