სამართალი
საქართველო, 30 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ანკარაში თურქეთის რესპუბლიკის შს მინისტრ მუამერ გიულერს შეხვდა. მხარეებმა უწყებებს შორის პოლიციის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები განიხილეს.
შეხვედრის დასრულებისას დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა თურქი კოლეგა I ხარისხის მედლით „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ დააჯილდოვა.
საქართველოს შს მინისტრმა ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თურქეთის საერთაშორისო აკადემია დაათვალიერა და მისი მუშაობის მეთოდებს გაეცნო.