უცხოეთი
საქართველო, 29 აგვისტო, საქინფორმი. ტერორისტები ევროპაზე ქიმიური იარაღით იერიშის განხორციელებას აპირებენ. ამის შესახებ 28 აგვისტოს სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფეისალ მაკდადმა განაცხადა.
სირიის მთავრობამ უკვე გადასცა გაეროს ექსპერტებს დოკუმენტები და მასალები, რომლებიც აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს.
გაეროს გენერალური მდივნის ბენ კი მუნის თქმით, ექსპერტებს კიდევ ოთხი დღე დასჭირდებათ, რათა დამასკოს გარეუბნებში განვითარებული მოვლენების თაობაზე საფუძვლიან დასკვნებამდე მივიდნენ.
როგორც უკვე ცნობილია, 21 აგვისტოს დამასკოს აღმოსავლეთ გარეუბნებში ქიმიური იერიშის შესახებ გავრცელებული ცნობის შემდეგ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა სირიის რაიონში ძალების მოზიდვა დაიწყეს.
ოპოზიციური ძალების ინფორმაციით, დამასკოს გარეუბანში 1300 კაცი დაიღუპა.