უცხოეთი
საქართველო, 29 აგვისტო, საქინფორმი. აშშ ახლო აღმოსავლეთში თავის სამხედრო არსებობას აძლიერებს. რამდენიმე საათის წინ განაცხადეს, რომ რეგიონს არ დატოვებს ხომალდთა შენაერთი ავიამზიდ „ნიმიცით“ სათავეში.
ხმელთაშუა ზღვაში აშშ-ის არმიის შეიარაღებაში იმყოფება 4 საესკადრო ნაღმოსანი, ასობით რაკეტა „ტომაჰავკით“ ბორტზე. ესენია „მაჰანი“, „გრეივლი“, „ბერი“, „რეიმიჯი“.
ამასთან, თურქეთში განთავსებულია აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ბაზა „ინჯირლიკიც“, სადაც 5 ათასი სამხედრო მსახურობს. იორდანიაში პენტაგონი სამეფო სამხედრო ცენტრს იყენებს, სადაც კიდევ ათასამდე ჯარისკაცი და ორი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „პეტრიოტია“.
ძალების დაჯგუფება ოფიციალური დამასკოს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის შესაძლო დაწყებას უკავშირდება. როგორც სამშაბათს პენტაგონის ხელმძღვანელმა ჩაკ ჰეიგელმა განაცხადა, აშშ-ის შეიარაღებული ძალები მზადაა სირიაზე იერიშისათვის და მხოლოდ პრეზიდენტ ობამას ბრძანებას ელოდება.