რელიგია
საქართველოს საპატრიარქოსა და მუსლიმთა სამმართველოს ერთობლივი განცხადება
1-davit-SaraSeniZeსაქართველო, 29 აგვისტო, საქინფორმი. საპატრიარქოსა და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ერთობლივი განცხადებით, რომელიც ჟურნალისტებს დღეს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მამა დავით შარაშენიძემ გააცნო, სოფელ ჭელაში არსებულ მეჩეთზე მოხსნილი მინარეთი დასაწყობდება და დაილუქება. მისი ინფორმაციით, კათოლიკოს-პატრიარქი და მღვდელმთავრები საპატრიარქოში დღეს საქართველოს მუსლიმ რელიგიურ ლიდერებს შეხვდნენ და ადიგენში განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრნენ. ერთობლივი განცხადების თანახმად, „საპატრიარქო აბსოლუტურად ეთანხმება მართლმადიდებელი მრევლის სამართლიან პროტესტს. მუსლიმ რელიგიურ ლიდერებთან შევთანხმდით, სოფელ ჭელაში დასაწყობდეს და დაილუქოს მინარეთი ნეიტრალურ ადგილზე. იგი დაცული უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ. არ მოხდეს მისი სადმე აღმართვა, ვიდრე არ მოწესრიგდება საკანონმდებლო ბაზა და არ შედგება მოლაპარაკება საპატრიარქოსა და მუსლიმთა სამმართველოს შორის. მესამე, ეთხოვოს ხელისუფლებას, რათა დაიწყონ მუშაობა, რომ კანონით განისაზღვროს რელიგიური ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესი, რათა თავიდან იქნეს აცილებული რელიგიურ ნიადაგზე შფოთი და დაპირისპირება“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.