რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „გუშინ ასლან მარგოშვილის მამამ ჩემი ვერსია დაადასტურა – ლაფანყურში ბიჭები იმიტომ დახოცეს, რომ მათ ივანიშვილის მოკვლაზე უარი თქვეს! დღეს საქართველო – სამოქალაქო ომის ზღვარზეა!“

1-polit-1-ot-red-1-ARNOბატონო საქართველოს პრემიერ–მინისტრო! ღრმად პატივცემულო ბატონო ბიძინა!

გუშინ, 2013 წლის 28 აგვისტოს, საქართველოს ტელეარხების საღამოს საინფორმაციო გამოშვებებმა აჩვენეს ლაფანყურის სპეცოპერაციისას მოკლული ასლან მარგოშვილის მამის კომენტარი, რომელმაც განაცხადა, რომ ხეობაში განადგურებულ შეიარაღებულ ჯგუფს, რომელიც ჩეჩნეთის და საქართველოს მოქალაქეებისგან შედგებოდა, ევალებოდა დესტაბილიზაციისა და ქაოსის ორგანიზება თქვენი გამოსვლის დროს თელავში 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე.

არადა, ჯერ კიდევ 2012 წლის 7 სექტემბერს, გაზეთ „ასავალ–დასავალისთვის“ (№37) მიცემულ ინტერვიუში დოშუევი და დანარჩენები დახოცეს იმიტომ, რომ ვანიშვილის მოკვლაზე უარი თქვეს?!, საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი გაფრთხილებდათ:

პანკისის ხეობაში მცხოვრებ ჩრდილოკავკასიური წარმოშობის საქართველოს მოქალაქეებთან მოლაპარაკება მიმდინარეობდა ივანიშვილის ლიკვიდაციის თაობაზე, რაზეც ისინი არ წავიდნენ: 

ან პოლიტიკური მოსაზრებებით (მათთვის ბოლომდე უცნობი, უბრალოდ, ზაკაევმა აუკრძალა, დაურეკა რა თავის ყოფილ მცველს, დოშუევს, რომელიც შემდეგ სპეცოპერაციის მსვლელობისას მოკლეს); 

ან პირობებმა არ დააკმაყოფილა (არასაკმარის ფულს ან შემდგომი უსაფრთხოების გარანტიებს სთავაზობდნენ);

– ანდა კავკასიური ღირსების კოდექსიდან გამომდინარე (ივანიშვილი ჩრდილოეთკავკასიელებს პატივს სცემს და მისი მოკვლა არაკაცურია).

ამიტომ, მერე რამე რომ არ წამოსცდენოდათ, სააკაშვილმა მათი ლიკვიდაციის ბრძანება გაცა“.

ბატონო პრემიერ–მინისტრო!

დამეთანხმეთ, რომ ჩემს პროგონოზებს ერთი „უსიამოვნო“ თავისებურება აქვთ – ისინი სრულდება... ამიტომ დღეს, 2013 წლის 29 აგვისტოს, მინდა ჩემი კიდევ ერთი პროგნოზი შეგახსენოთ, რომელმაც უკვე დაიწყო ახდენა, რისი შედეგებიც ბევრად უფრო საშინელი იქნება, ვიდრე უამრავი სხვა საქმესავით „მიჩქმალული“ ლაფანყურის სპეცოპერაციის გამოძიების.

2013 წლის 18 თებერვალს, ჩემს ინტერვიუში ქართული ოცნება ქართულ გაზაფხულს მიიღებს, ნაცმოძრაობა სამოქალაქო ომს ამზადებს და 2013 წლის 1 მარტს, ექსკლუზიურ ინტერვიუში Disput.az–ს სააკაშვილს უნდა, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს და საქართველოში მშვიდობისმყოფელებად ნატოს ჯარები შემოიყვანოს!“, მე გაფრთხილებდით, რომ:

1. 2012 წლის 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ გამარჯვებით არაფერი დამთავრებულა, ყველაფერი მხოლოდ იწყება. დღეს დავამატებ, რომ არაფერი დამთავრდება 2013 წლის 28 ოქტომბერსაც, საპრეზიდენტო არჩევნებზე თქვენი კანდიდატის შთამბეჭდავი გამარჯვების შემთხვევაშიც კი.

2. საქართველოში შესაძლებელია მოვლენათა განვითარება არაბული გაზაფხულის სცენარით – ანუ ხელისუფლების ორი, ერთმანეთის მიყოლებით, ცვლილება სამოქალაქო ომის ფონზე (რასაც დღეს ვხედავთ, მაგალითად, ეგვიპტეში, სადაც მურსის ახალმა ხელისუფლებამ ვერ დაიკავა მკაფიო პოზიცია ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის საკითხში, რის შედეგადაც არმიის მიერ დამხობილი იქნა). დღეს დავამატებს, რომ საქართველოს ახალ მთავრობას ასევე არ გააჩნია რუსურსი, რომ სამაგალითოდ დასაჯოს დამნაშავეები, აგრეთვე თავის მხარეს მიიზიდოს ექს–მმართველი „ნაცმოძრაობის“ უდანაშაულო წარმომადგენლები (მაგალითად, პროფესიონალები დედაქალაქის მერიაში, ქალაქის და რაიონის მუნიციპალიტეტებში, სამინისტროებში).

3. სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ რამდენიმე პროვოკაციას ამზადებენ, რომლებიც უახლოეს ხანებში, მათი ჩანაფიქრით, სამოქალაქო ომში უნდა გადაიზარდოს.

იქნება ეს ლოკალური კონფლიქტები, რომლებსაც პროვოკაციების ჯაჭვი გამოიწვევს  უმცირესობებთან შეჯახებების ფონზე:

– ეროვნულ უმცირესობებთან (უკვე არაერთხელ იყო სამცხე–ჯავახეთში);

– სექსუალურ უმცირესობებთან (უკვე იყო 2013 წლის 17 მაისს რუსთაველის გამზირზე თბილისში);

– რელიგიურ უმცირესობებთან (უკვე იყო სოფლებში – ნიგვზიანში, წინწყაროში, სამთაწყაროში, 2013 წლის 26 აგვისტოს კი დაიწყო და გრძელდება ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში), მნიშვნელობა არა აქვს – ყველა შემთხვევაში ეს სახელმწიფო გადატრიალების მასშტაბურ მცდელობაში გადაიზრდება, სისხლი დაიღვრება და „ქართული ოცნება“ „ქართულ შემოდგომას“ მიიღებს!

4. სირიაში ახალი ომის ფონზე სააკაშვილი წამსვლელია იმაზე, რომ საგანგებო მდგომარეობ გამოაცხადოს და დასახმარებლად ნატოს უსაფრთხოების ხელშემწყობი საერთაშორისო ძალები (ISAF) ან გაეროს სამშვიდობო კონტინგენტი მოიხმოს კონსტიტუციური წესრიგის დასაცავად და საქართველოში სამოქალაქო ომის თავიდან ასაცილებლად, სტრატეგიული ობიექტების - ნავთობ- და გაზსადენების, გზების, ხიდების, აეროპორტების და სხვა, ახლო აღმოსავლეთში პროცესების გათვალისწინებით, ნატოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის დაცვისთვის, აგრეთვე, თბილისის მახლობლად - დასახლება ალექსეევკაში მდებარე აშშ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიისა (CPHRL), რომელიც შესაძლოა, ბაქტერიოლოგიური იარაღის შესაქმნელად იქნეს გამოყენებული და სხვადასხვა ცხელ წერტილებში გადაგზავნილი, მაგალითად - სირიაში".

როგორც ჩანს, სააკაშვილის განწირულ ყვირილზე – „დემოკრატიის შუქურა საფრთხეშია! კოჰაბიტაცია ჩაიშალა! იხსენით საქართველო!“ – აქ პირველი თურქეთის (ნატოს წევრი უახლოესი ქვეყნის) ჯარი შემოვა.

ბატონო პრემიერ–მინისტრო!

მიმდინარე მოვლენების ანალიზი საფუძველს მაძლევს ვამტკიცო, რომ თქვენ არანაკლებ სახიფათო არაკეთილმოსურნეები გყავთ, ვიდრე შეშლილი სააკაშვილი, რომელიც უკვე ღიად ემუქრება საქართველოს პრემიერ–მინისტრს და მას ზოოპარკის დირექტორს უწოდებს. მაგრამ აქ უკვე იმ ზღვარს მივუახლოვდით, რომლის მიღმა გამოქვეყნებისათვის არასასურველი ინფორმაცია იწყება. ამიტომ, დასაწყისისთვის, უფრო ყურადღებით დააკვირდით თქვენს უახლოეს გარემოცვას და გაუთვითცნობიერებულთათვის შეუმჩნეველ ბობოქარ პროცესებს ზოგიერთი ქართული მედია საშუალების ირგვლივ – თქვენ აუცილებლად შეამჩნევთ მათ შორის ფარულ კავშირს...

ღრმა პატივისცემით,
საინფორმაციო–ანალიტიკური სააგენტო საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
საქართველო, თბილისი, 2013 წლის 29 აგვისტო