უცხოეთი
საქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი გაზეთ „იზვესტიასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ თუ აშშ სირიაში შეჭრას ანდა იერიშს გაბედავს, მარცხი ელოდება.
სირიის პრეზიდენტის განცხადებით, აშშ-ის მიზანი საერთაშორისო არენაზე რუსეთის როლის შესუსტებაა, მათ შორის, სირიის საკითხზე: ზეწოლის მეშვეობით. მისი თქმით, ქვეყანაშ სიტუაციის ნორმალიზების შემდეგ იგი პუტინს შეხვდება.
ამასთან, ასადმა უარყო სამთავრობო ჯარების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების ბრალდება და განაცხადა, რომ რაკეტა მომწამვლელი ნივთიერებებით მეამბოხეებმა გაუშვეს.