სამართალი
ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლების“ განცხადება სოფელ ჭელაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

1-adamianiსაქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. ორგანიზაცია ,,ადამიანი, კანონი, თავისუფლების" მიერ გავრცელებული განცხადებით, ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში განვითარებული მოვლენები ,,ნაციონალური მოძრაობის" მიერაა ინსპირირებული.

,,ადიგენი წარმოადგენს იმ რაიონს, რომელიც იმართება ყოფილი ხელისუფლების მხრიდან. როგორც ყველასთვის ცნობილია, სამცხე-ჯავახეთი პირად კონტოლზე ყავდა აყვანილი და იმართებოდა ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის და მისი გარემოცვის მიერ. მივმართავთ საზოგადოებას, კარგად გააცნობიერონ, რასთან გვაქვს საქმე და ნათლად შეძლონ იმ ძალის დანახვა, რომლის მიზანია დააპირისპიროს ქრისტიანი და მუსლიმი მოსახლეობა და ამით როგორც ეკლესიის, ასევე სახელმწიფოს დისკრედიტაცია მოახდინოს.

ჩვენი ინფორმაციით, მსგავსი დაძაბულობები არ იქნება პირველი და უკანასკნელი, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში. ნაციონალურ მოძრაობას მსგავსი არასახელმწიფოებრივი ქმედებები კიდევ აქვს დაგეგმილი. ყოველივე ეს მიმართულია საარჩევნოდ ქულების მოსაპოვებლად, - ნათქვამია განცხადებაში.

„ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ მიმართავს ხელისუფლებას და მოუწოდებს, სასწრაფოდ დაადგინოს მომხდარის მიზეზები, დროულად გამოავლინოს ვითარების გამწვავების მსურველ პირთა ვინაობა, ასევე, დასაჯოს ყველა ის პირი, ვინც სამსახურებრივი გულგრილობა გამოიჩინა და არ მისცეს საშუალება ყოფილ მმართველ ძალას, საფრთხის წინაშე დააყენოს ქვეყანა ინსპირირებული ახალი კონფლიქტის სტიმულირებით.