სამართალი
საქართველო, 27 აგვისტო, საქინფორმი. თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, თბილისში მცხოვრები, 1988 წელს დაბადებული რატი ო. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს 2 ცეცხლსასროლი იარაღი: ,,ბერეტას“ და ,,ვალტერის“ მოდელის პისტოლეტები 2 მჭიდითა და 13 საბრძოლო ვაზნით.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
![]() |