აქტუალური
საქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. პრეზიდენტობის კანდიდატი ამჯერად თერჯოლის რაიონში იმყოფებოდა, სადაც მოსახლეობასთან შეხვედრის დროს მათი პრობლემები მოისმინა და ხელისუფლების მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე, ასევე სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. გიორგი მარგველაშვილთან ერთად რეგიონში ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძეც იმყოფებოდნენ.