სამართალი
საქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. მიმდინარე წლის 24 აგვისტოს, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, თურქეთიდან საქართველოს მიმართულებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთისას სამართალდამცველებმა ინტერპოლის მიერ ძებნილი მოლდოვას მოქალაქე, 1975 წელს დაბადებული სერგიუ ბურცოვსკი დააკავეს.
სერგიუ ბურცოვსკის ბრალად ედება მოლდოვას სისხლის სამართლის კოდექსის 190-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობას. აღნიშნული დანაშაული მოლდოვური კანონმდებლობის მიხედვით 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
ამჟამად ძებნილი გადაყვანილია აჭარა-გურიის რეგიონულ დროებითი მოთავსების იზოლატორში და მის მიმართ წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.