პოლიტიკა
ოთარ აბესაძე: "პოლიტიკური პარტია ცოცხალი ორგანიზმია. ადამიანები მიდიან და მოდიან“ - "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ახალგაზრდების მასობრივად წასვლას უარყოფს

1-politika-2-abesaZeსაქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. "ქართული ოცნების" ოფისში კოალიციის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ოთარ აბესაძემ პრესკონფერენცია გამართა და მედიაში გავრცელებული ინფორმაცია კოალიციიდან ახალგაზრდების მასობრივად წასვლის შესახებ უარყო.

ოთარ აბესაძემ აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და პოლიტიკური ოპონენტები მიზანმიმართულად აწარმოებენ შავ პიარს: "მინდა განვაცხადო სრული პასუხისმგებლობით, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრთა რაოდენობა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს მინიმუმ ორჯერ აღემატება. კერძოდ კი, ივლისის თვის მონაცემებით, 345 ახალგაზრდა შემოგვიერთდა. ასე რომ, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ახალგაზრდების სრული მობილიზაციაა", - განაცხადა  ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

"პოლიტიკური პარტია ცოცხალი ორგანიზმია. ადამიანები მიდიან და მოდიან. ვისაც შეეცვლება პოლიტიკური შეხედულება, ორგანიზაციაში თავისუფლებაა", - აღნიშნა  აბესაძემ.