საქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. „მოქალაქე სააკაშვილი, 3 ენაზე (ინგლისური, ფრანგული, რუსული) აბრუებს დასავლეთს დახვეწილი და გაცვეთილი ტყუილებით!.. გამახსენდა ერთი ამბავი, რომელიც დაკავშირებულია აკაკი წერეთლის მოსწრებულ სიტყვა-პასუხთან.
აკაკის ეს რომ გაუგია, უთქვამს: "დავიღუპეთ ქართველები, აქამდე თუ მარტო ჩვენ ვიცოდით, რომ ეს ჩვენებური პატარას წაისულელებდა, აწი 5 ერის წარმომადგენლებს ეცოდინებათ ეს ამბავიო!" - ჰოდა, რაც გეხერხება პრეზიდენტყოფილო, "იმას მიაწექი"!
მოხარული ვიქნები, რომ 2014 წელს საქართველოში, ან სადღაც ევროპაში, ამერიკაში, თუნდაც სინგაპურში დააფუძნოთ თარჯიმანთა ბიურო "ლაზიკა", სადაც მომხმარებლებს შესთავაზებთ ასეთი შინაარსის სერვისს: "უზრუნველვყოფთ ნებისმიერი ლიტერატურის (კლასიკური, თანამედროვე), ტექნიკური, სპეციალური, პოლიტიკური თუ სხვა სახის ნაწარმოებების და ტექსტების მაღალკვალიფიციურ თარგმანებს, უსწრაფეს და უმოკლეს ვადებში! მსოფლიოში არსებულ ყველა ცოცხალ, ნახევრადცოცხალ და ნაწილობრივ გარდაცვლილ ენებზე"! ბიურო "ლაზიკას" მეპატრონე, მენეჯერი და უფროსი მთარგმნელი, საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ (Msha) სააკაშვილი“.
აი, ამ საქმეში "გისურვებ წარმატებებს"!..