უცხოეთი
საქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. ამერიკის სპეცრაზმი და ცსს-ს ბრიგადები სირიის ტერიტორიაზე ისრაელისა და იორდანიის რაზმებთან ერთად შევიდნენ.
რეჟიმის ოპონენტები ამერიკის, იორდანიისა და ისრაელის ინსტრუქტორთა ხელმძღვანელობით აგვისტოს შუა რიცხვებიდან სირიის დედაქალაქისკენ მიემართებიან. ამერიკელებს არ სურთ უშუალო მონაწილეობის მიღება სირიის ომში და ამიტომ არჩიეს, რამდენიმე თვის განმავლობაში იორდანიის ტერიტორიაზე გაეწვრთნათ ისლამისტური მიდრეკილებების არმქონე სპეციალურად შერჩეული მეამბოხეები. უწინ იტყობინებოდნენ, რომ 10.000-მდე უცხოელი მოქალაქე, მათ შორის, ბრიტანეთის 150 ქვეშევდრომი, ბრძოლას აწარმოებდნენ სირიაში მეამბოხეების მხარეზე. სირიის ოპოზიციის წარმომადგენლები აღნიშნავენ ასევე, რომ ბოლო რამდენიმე თვეში სირიაში უცხოელ სამხედროთა ნაკადის შედინება გაიზარდა.