უცხოეთი
ნიჟეგოროდის კსტოვის რაიონი ხელს მოაწერს გუდაუთის რაიონთან თანამშრომლობის შეთანხმებაზე

1-afxaziaსაქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. ნიჟეგოროდის ოლქის კსტოვის რაიონის ხელმძღვანელობა 2013 წლის სექტემბერში ხელს მოაწერს შეთანხმებას აფხაზეთის რესპუბლიკის გუდაუთის რაიონთან თანამშრომლობაზე, - ამის შესახებ სააგენტო „Время Н“-თან საუბრისას აფხაზეთის საპატიო კონსულმა ნიჟეგოროდის ოლქში ვლადიმერ ლიტვინჩუკმა განაცხადა.

„ახლა ჩვენ ვაყალიბებთ ურთიერთობას ნიჟეგოროდის რეგიონის რაიონებსა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ ერთეულებთან სავაჭრო-ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური და კულტურული ურთიერთობების შესახებ შეთანხმების საფუძველზე, რომელსაც ხელი მოაწერეს ოლქის გუბერნატორმა ვალერი შანცევმა და აფხაზეთის პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ 2010 წლის 16 ოქტომბერს“, - განაცხადა ლიტვინჩუკმა.

კონსულის თქმით, უახლოეს ხანებში თანაშრომლობის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერას გეგმავს არზამასის რაიონი და ქალაქი ახალი ათონი, განხილვის სტადიაშია ქალაქი ბორი.