სამართალი
ნაციონალური მოძრაობა: „მედიასივრცეში დაწყებული გადანაწილების პროცესის მიზანი მედიასივრცის ბიძინა ივანიშვილის სრულ კონტროლქვეშ მოქცევაა“

1-nacmoსაქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. არანაირ ეჭვს არ იწვევს ის, რომ ქართულ მედიასივრცეში ბოლო დროს დაწყებული გადანაწილების პროცესის საბოლოო მიზანი მთელი მედიასივრცის პირადად ბიძინა ივანიშვილის სრულ კონტროლს დაქვემდებარებაა, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „მეცხრე არხის“ დახურვასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას.

ხელისუფლების მიერ შემუშავებული მედიის გადანაწილების სქემის ამოცანას ტელეკომპანიაიმედისხელოვნურად გაძლიერება და "რუსთავი 2"ის დასუსტება წარმოადგენს. ამას უკანასკნელი მოვლენებიც ცხადყოფს, კერძოდ:

ტელეკომპანიამაესტროსჟურნალისტები ორგანიზებულად გადაჰყავთ ტელეკომპანიაიმედში“;

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, გია ხუხაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში საკუთარ თავს უფლებას აძლევს, ისაუბროს ტელეკომპანიაიმედისსახელით;

იქვე ხუხაშვილი კრიტიკულად მიმოიხილავსმაესტროსსატელევიზიო ბადის დეტალებს;

ჩვენი ინფორმაციით, ამ დღეებში განსაკუთრებული ინტენსივობით მიმდინარეობს ცალკეული ჟურნალისტების გადაბირების პროცესიხელისუფლების მიერ კონტროლირებადტელევიზიებში;

საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ყველაზე დაბალანსებულ მაუწყებლად საყოველთაოდ იყო აღიარებული, უკვე მყარად ექცევა "ქართული ოცნების" კონტროლქვეშ.

ქართული მედიასივრცის ამგვარი გადანაწილება მოწმობს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს არ შეუცვლია თავისი დამოკიდებულება მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტური დამოუკიდებლობის მიმართ. ეს ფაქტი განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმის გათვალისწინებით, რომ ის მხოლოდ მილიარდერი კი არა, არამედ ქვეყნის პრემიერ–მინისტრიცაა“, - აღნიშნულია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.