სამხრეთ ოსეთის ელჩმა აფხაზეთში აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნების სიგელები გადასცა
საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. გუშინ, 20 აგვისტოს, სოხუმში, სამხრეთ ოსეთის რეპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აფხაზეთში ოლეგ ბოციევმა აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბს რწმუნების სიგელი გადასცა, - ამის შესახებ სააგენტო „აფსნიპრესი“ იუწყება.
რესპუბლიკის მეთაურმა მიულოცა ოლეგ ბოციევს პოსტზე დანიშვნა და აღნიშნა, რომ სწამს აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის ურთიერთობის შემდგომი განვითარების, მით უფრო, რომ ბოციევს დიდი ხანია კარგად იცნობენ აფხაზეთში.
თავის მხრივ, ბოციევმა დაარწმუნა აფხაზეთის ხელმძღვანელი, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უახლოეს ხანებში ახალ იმპულსს შეიძენს.