აქტუალური
საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დირექტორატის დელეგაცია იმყოფება.
სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია სამინისტროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ და საპატრულო პოლიციის საქმიანობას გაეცნენ.
ვიზიტის ფარგლებში ასევე იგეგმება შს სამინისტროს აკადემიის, საექსპერტო–კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ის დათვალიერება.
იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 23 აგვისტოს დასრულდება.