პუბლიკაციები
ალექსანდრე ჭაჭია: “საქართველო ჩინეთი არაა და არც ივანიშვილია დენ სიაოპინი... ბიჭები, რომლებსაც იგი დაუტოვებს ძალაუფლებას, ორიოდე თვეში დაივიწყებენ მის არსებობას”

1-anal-CaCiaსაქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება ალექსანდრე ჭაჭია.

- ბატონო ალექსანდრე, საქართველოშისაპრეზიდენტო მარათონი დაიწყო, უკვეორმოცამდე ადამიანმა გამოთქვაარჩევნებში მონაწილეობის მიღებისსურვილი. მიმდინარე წელს თქვენრამდენიმეჯერ გამოხვედითწინადადებით, რომ ახალიპრეზიდენტისთვის დაგვეკისრებინააფხაზებთან, ოსებთან, ჩრდილოკავკასიურრესპუბლიკებთან და რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების აღდგენისვალდებულება, რათა ბოლოსდაბოლოს გადაწყდეს ქვეყნის ტერიტორიულიპრობლემა. როგორ ფიქრობთ, რატომ უგულებელყო თქვენი წინადადება ახალმახელისუფლებამ?

- მე, სხვათა შორის, ვთავაზობდი, დაევალდებულებინათ პრეზიდენტი, უკვე 1-2 წლის შემდეგ ამ მიმართულებით თავისი საქმიანობის კონკრეტული შედეგები წარედგინა საზოგადოებისთვის. გარწმუნებთ, რომ ამ შემთხვევაში პრეზიდენტობაზე პრეტენდენტთა რიცხვი არ იქნებოდა ორი-სამის მეტი და მათთვისაც თხოვნა იქნებოდა საჭირო, რათა კენჭი ეყარათ. მაგრამ ახალმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მოსახლეობის კისერზედასვას მაღალი რანგის უსაქმური, რომელიც დახვდება უცხოელ სტუმრებს, ხელსმოაწერს მთავრობის მიერ მომზადებულ ქაღალდებს და პერიოდულადტელევიზორის ეკრანიდან მოგვიყვება, თუ როგორ ძლიერ, დემოკრატიულქვეყანას აშენებს ეს ხელისუფლება.

საერთოდ, ივანიშვილის ქცევიდან, მისი საკადრო პოლიტიკიდან, რიტორიკიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ჩვენი კონფლიქტების მოგვარება არც პირადადმისთვის და არც ამ ხელისუფლებისთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს. თუთქვენ შენიშნეთ, აფხაზეთის თემა საქართველოს საჯარო პოლიტიკიდანშეუმჩნევლად ამოვარდა. არც ხელისუფლება, არც ოპოზიცია, არსებითად, ამსაკითხს არ ეხება. რა