რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი – ბიძინა ივანიშვილს: „ჩემი მყიდველი თქვენს ფასს – 15 მილიონ დოლარს იხდის “TV 9”–ში, რომლის საბაზრო ღირებულება 42 მილიონი დოლარია. როგორ მოვიქცეთ, ბატონო პრემიერ–მინისტრო?“

1-polii-red-arno-axaliბატონო საქართველოს პრემიერ–მინისტრო!

გუშინ, 2013 წლის 20 აგვისტოს, 11 საათზე, საქინფორმმა გამოაქვეყნა მიმართვა თქვენს სახელზე სათაურით ეს იქნება ხიდი ქართველებს, რუსებს, აფხაზებსა და ოსებს შორის!“ – საქინფორმი პრემიერ ივანიშვილს სთხოვს, “TV 9” მმართველობაში მას გადასცეს“, რომელიც ამავე დროს გადაეგზავნა თქვენს პრესსამსახურს და შეტყობინებებში თქვენს გვერდზე Facebook–ში Bidzina Ivanishvili official.

ამის შემდეგ დამიკავშირდა პიროვნება, რომელიც, როგორც მითხრა, უფლებამოსილია ერთი საერთაშორისო ჯგუფის მიერ, რომელიც ყოფილი პოლიტიკოსების, პოლიტოლოგების, ჟურნალისტების და სხვა პროფესიონალებისგან შედგება (კონკრეტული პიროვნებები ჩემთვის ჯერჯერობით უცნობია).

არსი შემდეგში მდგომარეობს: ზემოხსენებული ჯგუფი მზად არის შეიძინოს თქვენგან მეცხრე არხი“ თქვენ მიერ მოთხოვნილ 15 მილიონ აშშ დოლარად (რომლის საბაზრო ღირებულება, როგორც თქვენ მიგაჩნიათ, 42 მილიონი აშშ დოლარია), ხოლო კონკურენციის შემთხვევაში გაზარდოს ფასი აუქციონის პრინციპით.

მათი 5 პირობა:

1) ბიძინა ივანიშვილთან ყველა მოლაპარაკება კონტრაქტის დადებამდე, ამასთან – პირადად, უნდა აწარმოოს არნო ხიდირბეგიშვილმა.

2) „მეცხრე არხის“ გენერალური დირექტორი უნდა იყოს არნო ხიდირბეგიშვილი, მაგრამ არა როგორც საქინფორმის მთავარი რედაქტორი. როგორც მითხრეს, მათი არჩევანი სამ მიზეზს ეფუძნება:

– უზადოდ სუფთა ბექგრაუნდი;

– მაღალი პროფესიონალიზმი;

– ტელეარხის განვითარების მთავარი კონცეფცია, გადმოცემული ზემოხსენებულ გუშინდელ მიმართვაში პრემიერ ივანიშვილს.

3) თქვენი პრინციპული თანხმობის შემთხვევაში ხელმოწერილი უნდა იქნეს ხელშეკრულება განზრახვების შესახებ „მეცხრე არხის“ მფლობელს (თქვენს მეუღლეს) და არნო ხიდირბეგიშვილს შორის, რომელიც იმ დროისთვის ოფიციალურ მინდობილობას მიიღებს.

4) ყიდვა–გაყიდვის ხელშეკრულება ხელმოწერილი იქნება „მეცხრე არხის“ მფლობელსა და მყიდველის უშუალოდ იმ წარმომადგენელს შორის, რომელიც ფინანსური ოპერაციების ჩატარებაზეა პასუხისმგებელი.

5) საბოლოო სახელშეკრულებო თანხა გადარიცხული იქნება ნებისმიერ თქვენ მიერ მითითებულ ბანკში, სადაც წინასწარ გაიხსნება შესაბამისი ხაზი და წარმოდგენილი იქნება მყიდველის წარმომადგენელი ბანკის თავდებობა.

სასურველია, რომ თანხა გადაირიცხოს არა ერთდროულად, არამედ გრაფიკით, 2 სატესტო თვის განმავლობაში, რადგან მყიდველს ტელეარხის აღდგენაში, რეფორმირებასა და რეორგანიზაციაშიც სოლიდური თანხის ჩადება მოუწევს.

ბატონო პრემიერ–მინისტრო!

გთხოვთ შემატყობინოთ ამის შესახებ, რათა სავარაუდო მყიდველის უფლებამოსილ პირთან მორიგი კონტაქტის დროს ჩვენ  არსებითი პასუხი მაინც გვქონდეს – დავიწყოთ მოლაპარაკება თუ მათმა წინადადებამ არ დაგაინტერესათ.

ღრმა პატივისცემით,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
საქართველო, თბილისი, 2013 წლის 21 აგვისტო