უცხოეთი
სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი კორუფციული საქმეების გამოძიების მიმდინარეობით უკმაყოფილოა

Tibilovსაქართველო, 20 აგვისტო, საქინფორმი. 19 აგვისტოს ძალოვანი სამინისტროებისა და უწყებების ხელმძღვანელებთან ყოველდღიური თათბირის მიმდინარეობისას სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოებისგან კორუფციული მიმართულების სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების ვადების დაჩქარება მოითხოვა. სააგენტო „რეგნუმის“ ცნობით, თიბილოვმა სამართალდამცავები მწვავედ გააკრიტიკა და სახელმწიფო ბიუჯეტში წინა წლებში დატაცებული რუსული ფინანსური დახმარების თანხების დასაბრუნებელი სამუშაოების კონკრეტულ შედეგებზე ანგარიში მოითხოვა.

„საჭიროა დასრულდეს ეს სისხლის სამართლის საქმეები, დამტაცებლები ციხეებში უნდა ჩავსვათ, თანხები კი რესპუბლიკის ბიუჯეტში დავაბრუნოთ“, - განაცხადა მან.