მედვედევი: „რუსეთი არ გაწირავს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს სავალალო არსებობისათვის“
საქართველო, 20 აგვისტო,
საქინფორმი. რუსეთის პრემიერ-მინისტრ
დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთი მომავალშიც გააგრძელებს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან თანასწორუფლებიან ურთიერთობfს. ამის შესახებ მან ჩრდილოკავკასიელი ახალგაზრდების ფორუმ „მაშუკ-2013“-ის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
"ჩვენ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობას ვუყურებთ, როგორც თანასწორუფლებიანს. ეს ურთიერთობა აგებულია ჩვენი ხალხის ურთიერპატივისცემასა და სიმპათიებზე", - განაცხადა მედევედევმა. მისივე თქმით, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან რუსეთი ურთიერთობას ყველა მიმართულებით გააგრძელებს, მათ შორის ეკონომიკურ სფეროში, სოციალურ-პოლიტიკური თუ უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. "აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ჩვენი არჩევანი გავაკეთეთ და ამაზე უარის თქმას არ ვაპირებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვიქნებით არათანმიმდევრული და გავწირავთ აფხაზ და ოს ხალხს ძალიან სავალალო მდგომარეობისა და, შესაძლოა, საერთოდ, გაქრობისთვის", - განაცხადა მედვედევმა.