შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩემპიონ სპორტსმენ პოლიციელებს შეხვდა

საქართველო, 16 აგვისტო,
საქინფორმი. 15 აგვისტოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტულ ოლიმპიადაზე გამარჯვებულ სპორტსმენ პოლიციელებს შეხვდა და გამარჯვება პირადად მიულოცა. შს მინისტრმა ჩემპიონ პოლიციელებს
I და II ხარისხის მედლები „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“, მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
შს სამინისტროს 16–მა თანამშრომელმა 1-12 აგვისტოს ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქ ბელფასტში გამართულ მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტულ ოლიმპიადაზე სპორტის 7 სახეობაში იასპარეზა და 12 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა:
ოქროს მედალოსნები: ედუარდ იმერლიშვილი - კრივი, ზვიად ჩინჩალაძე - ძიუდო, ნოდარ მჭედლიშვილი – ძიუდო, ზაზა გულაშვილი – ძიუდო, გიორგი ბოლოთაშვილი – ძიუდო, იოსებ ხუციშვილი - თავისუფალი ჭიდაობა, თენგიზ ედილაშვილი - მკლავჭიდი (2 მედალი), ვლადიმერ კობახიძე - მკლავჭიდი (2 მედალი), ლევან საგინაშვილი - მკლავჭიდი (2 მედალი);
ვერცხლის მედალოსნები: გიორგი ბერძენიშვილი - ცურვა (კროლი), უშანგი კუზანაშვილი - ძიუდო, ვასილ მინდორაშვილი - ძალოსნობა;
ბრინჯაოს მედალოსნები: ავთო მამალაძე - ძალოსნობა, გელა გელაშვილი - მკლავჭიდი.