სამართალი
ისრაელის სახელმწიფოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრი შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის საწვრთნელ ბაზას ეწვია

samart-1-mtavarსაქართველო, 16 აგვისტო, საქინფორმი. ისრაელის სახელმწიფოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრი იცხაკ აჰარონოვიჩი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ისრაელის დელეგაციის წევრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის საწვრთნელი ბაზა დაათვალიერეს და საჩვენებელ ღონისძიებას დაესწრნენ.

სტუმრები, აგრეთვე, ეწვევიან გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს და ადგილზე გაეცნობიან აღნიშნული სამსახურის მუშაობის სპეციფიკას.
დღეს ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა ისრაელის სახელმწიფოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრ იცხაკ აჰარონოვიჩთან. მხარეებმა უწყებებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და სამომავლო გეგმები განიხილეს.

ისრაელის დელეგაციის ვიზიტი 18 აგვისტოს დასრულდება.

samart-1-qvemot