უცხოეთი
საქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთის პოზიცია რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საკითხზე არაერთხელ გაჟღერებულა, - განაცხადა რფ-ის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვმა.
„ჩვენი პოზიციები რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვასთან დაკავშირებით ამერიკის ადმინისტრაციის ახალი ნაბიჯების გათვალისწინებით არაერთხელ გაჟღერებულა და დაახლოებით ყველაფერი ცნობილია“, - განაცხადა უშაკოვმა ამერიკის წარმომადგენლების გამონათქვამების კომენტირებისას, რომლებიც რფ-ს აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ მოსკოვმა აქამდე არ უპასუხა აშშ-ის წინადადებას რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებთან დაკავშირებით. ნატოს გარანტიები რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების წარუმართაობის შესახებ რუსეთის შემაკავებელი პოტენციალის წინააღმდეგ უნდა გამოხატულიყო არა პოლიტიკური გამონათქვამების ენაზე, არამედ მკაფიო სამხედრო-ტექნიკური კრიტერიუმებით, - განაცხადა ალექსანდრ გრუშკომ.