რელიგია
თავდაცვის მინისტრმა პატრიარქი მოინახულა, რომელიც სამშობლოში პარასკევს დაბრუნდება

aqtual-1religსაქართველო, 15 აგვისტო, საქინფორმი. თავდაცვის მინისტრმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მოინახულა, რომელიც სამშობლოში პარასკევს დაბრუნდება. ილია II გერმანიაში იმყოფება, სადაც ქალაქ ბად ჰერენალბის გამაჯანსაღებელ ცენტრში მკურნალობის კურსს გადის.

ირაკლი ალასანია პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა. პატრიარქმა და თავდაცვის მინისტრმა სამინისტროში მიმდინარე და დაგეგემილ რეფორმებზე ისაუბრეს. ილია II–მ თავდაცვის სამინიტროს დელეგაცია და ქართული ჯარი დალოცა.

როგორც საქინფორმი იუწყებოდა, ირაკლი ალასანია უკვე მეორე დღეა გერმანიაში იმყოფება. თავდაცვის მინისტრმა შეხვედრები გამართა და ის ქართველი სამხედროები მოინახულა, ვინც ISAF-ის მისიაში მონაწილეობისთვის წვრთნებს გადის.