უცხოეთი
სარაკეტო ხომალდ „დაღესტნის“ დათვალიერება

vlad-ilhamსაქართველო, 14 აგვისტო, საქინფორმი. ვლადიმერ პუტინი და ილჰამ ალიევი რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის კასპიის ფლოტილიის სარაკეტო ხომალდ „დაღესტანს“ ეწვივნენ, რომელიც ბაქოში მეგობრული ვიზიტით იმყოფება.

პორტში ორი სახელმწიფოს მეთაურებმა კასპიის ფლოტილიის სარდლისა და აზერბაიჯანის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის პატაკები ჩაიბარეს, რის შემდეგაც გემზე ავიდნენ.

სარაკეტო ხომალდი „დაღესტანი“ ზელენოდოლის ქარხანაში აიგო, ის პირველი გემია რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტში, რომელიც უნივერსალური სარაკეტო კომპლექსი “Калибр-НК“-თია აღჭურვილი.

ვლადიმერ პუტინი და ილჰამ ალიევი აზერბაიჯანული ხომალდის ბორტზეც ავიდნენ. პრეზიდენტებს სამახსოვრო სუვენირები გადაეცათ.