სამართალი
შსს –მ პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

samartali-3-iaraRiსაქართველო, 13 აგვისტო, საქინფორმი. თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1978 წელს დაბადებული გიორგი ჯ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.

დაკავებისას მან პოლიციელებს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი შეურაცხყოფა იაყენა. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს „მაკაროვი“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი ერთი მჭიდით და 8 საბრძოლო ვაზნით, ხოლო ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მისი კუთვნილი „აუდი“ მარკის ავტომანქანიდან ცეცხლსასროლი იარაღი „ზიგზაუერი“, 3 მჭიდი და 42 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის და პოლიციისთვის წინააღმდეობის გაწევის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

samartali-3-iaraRi-1