უცხოეთი
რუსების ნახევარი საქართველოს მიმართ სიმპათიაში გამოტყდა

simpatiaსაქართველო, 12 აგვისტო, საქინფორმი. რუსების თითქმის სახევარი - 48 პროცენტი აცხადებს, რომ საქართველოს მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს. გამოკითხულთა 40 პროცენტმა კი ნეგატიური განწყობა დააფიქსირა. 12 პროცენტს კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა.

2008 წლის სექტემბერთან შედარებით, გამოკითხვის შედეგებმა მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოავლინა რუსების განწყობაში. მაშინ, რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ, საქართველოს მიმართ დადებითად განწყობილი იყო მხოლოდ 16 პროცენტი, ხოლო 74 პროცენტი აცხადებდა, რომ „ცუდად“ ან „ძირითადად ცუდად“ განეწყო.

ამასთან, 2013 წელს გამოკითხულთა უმეტესობამ მხარი დაუჭირა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.