საქართველო, 12 აგვისტო, საქინფორმი. აგვისტოს ომიდან 5 წლის თავზე, ოდესღაც საქართველოს უპირობო მბრძანებელი სააკაშვილი სავალალო პოლიტიკურ მდგომარეობაშია.
2012 წლის 1 ოქტომბერს „ნაცმოძრაობა“ იძულებული გახდა, შეგუებოდა დამარცხებას. 2013 წლის 8 აგვისტოს კი ევრაზიის ინსტიტუტი, რომელმაც ბევრი გააკეთა სააკოიდური რეჟიმის იდეოლოგიური გაკოტრებისათვის, წარმოადგენს ახალ წარმატებულ პროექტს - სახალხო მოძრაობას ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისათვის.
ქართველი ხალხი ცალსახა პასუხს სცემს პროვოკატორ მიხეილ სააკაშვილს: „საქართველოსა და რუსეთს შორის მეგობრობა იქნება! მიშიკო, შენ ზედმეტი ხარ!“ - ეს არის უნიკალური პროექტის მათავარი ჩანაფიქრი, რომელიც ევრაზიის ინსტიტუტის ძალებით ხორციელდება.დღეს სახალხო მოძრაობას ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისათვის თავის რიგებში მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე 6 ათასს წევრს აერთიანებს და მოქალაქეების გაწევრიანება დიდი ტემპებით გრძელდება.
სახალხო მოძრაობის საიტი სრული დატვირთვით ამ დღეებში ამოქმედდება, ხოლო პრეზენტაცია ა.წ. სექტემბერში შედგება.
(უფრო დაწვრილებით ორგანიზაციის შექმნის შესახებ იხ. აქ)
ევრაზიის ინსტიტუტი