სამართალი
სააკაშვილი: „ჩვენ გვყავს პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ღიად ფინანსდება პირდაპირ რუსეთიდან. წინა არჩევნებზე 2 მილიარდი მისცეს ხომ, გამარჯვებული სუბიექტის ლიდერს?!“

pravo-10-mishaსაქართველო, 8 აგვისტო, საქინფორმი. 2013 წლის 6 აგვისტოს, საღამოს – 22:00–ზე, ქართული ტელეკომპანია Rustavi 2–ის ეთერში გავიდა 46–წუთიანი ექსკლუზიური ინტერვიუ, რომელიც 2008 წლის 8 აგვისტოს სამხრეთ ოსეთში ომის 5 წლისთავის წინ მისცა რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარემ დიმიტრი მედვედევმა (ნინო შუბლაძის საავტორო გადაცემა პოზიციასტელეარხ „Rustavi 2“ზე).

გუშინ, 7 აგვისტოს, საქინფორმმა ქართულ და რუსულ ენებზე გამოაქვეყნა მედვედევის ინტერვიუ უმნიშვნელო კუპიურებით, მაგრამ ამასთან თავისი მკითხველის ყურადღება მიაქცია მედვედევის არაინფორმირებულობას ტელეკომპანია „Rustavi 2“–ის თაობაზე, რომელიც არა მარტო პრეზიდენტ სააკაშვილს ეკუთვნის, არამედნაციონალური მოძრაობისმთავარი პროპაგანდისტული მანქანაა 2003 წელს მისი დახმარებით მოწყობილივარდების გადატრიალებიდანდღემდე.

საქინფორმმა გუშინ ხაზი გაუსვა, რომ მედვედევის აპარატის თანამშრომლებს მისთვის ამის შესახებ რომ მოეხსენებინათ, ის, ალბათ, საქართველოში მთავარ ანტირუსულ რუპორ „Rustavi 2“– აღარ უწოდებდა არხს, რომელიც ავტორიტეტით და საქართველოს მცხოვრებთა სიყვარულითა და პატივისცემითაც კი სარგებლობს და არ მისცემდა მას ინტერვიუს, რომელიც, ეჭვგარეშეა, მის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.

ასეც მოხდა: გუშინვე, 2013 წლის 7 აგვისტოს, საღამოს – 22:00–ზე, ანუ ზუსტად 24 საათში მედვედევის ინტერვიუს შემდეგ, „Rustavi 2“–ის ეთერში გავიდა ინტერვიუ მის მფლობელთან – საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც მთლიანად მიეძღვნა მედვედევის ზემოხსენებული ინტერვიუს გარჩევას და კრიტიკას მისი, სააკაშვილისეული გაგებით: 70 წუთის განმავლობაში სააკაშვილი ოსტატურად აფრქვევდა ეთერში სასტიკ ტყუილებს, გაზავებულს ფაქტებითა და გარემოებებით, რომლებსაც მართლაც ჰქონდა ადგილი წარსულში, რითაც მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს დიდი რუსეთის მიერ დამცირებული საქართველოს პატარა პრეზიდენტის მიერ პირველად გამჟღავნებული სენსაციური ინფორმაციის უტყუარობის შთაბეჭდილება შეექმნა.

მაგალითად, ტელეკორესპონდენტის კითხვაზე, - რამდენადაც ვიცი, კონდოლიზა რაისიც გაფრხილებდათ, რომ ყველაფერი უნდა გექნათ იმისთვის, რომ არ აღმოჩენილიყავი ჩათრეული ომში... - სააკაშვილმა უპასუხა:

„კონდოლიზა რაისს არ სჯეროდა, რომ ეს მოხდებოდა. მისი საყვარელი ფრაზა იყო: ვიცნობ რუსეთს, ისინი ამას არ გააკეთებენ! ასე რომ, ჩვენ ვაფრთხილებდით, ვყვიროდით, ვღმუოდით, რა ვიცი, ნატოს ვეუბნებოდით, რომ მოიწვიე სასწრაფოდ საგანგებო სხდომა და ნატოს გენერალურ მდივანს დავურეკე წინა დღეებში... მერკელი იყო დასასვენებლად წასული კუნძულებზე და დანარჩენები პეკინში. იდეალური სიტუაცია იყო რუსებისთვის - ვერავის ვეღარ ვუკავშირდებოდი.

ჩვენ რომ არ შემოგვებრუნებინა ხელი, ისინი შემოვიდოდნენ. 50 სამხედრო ჟურნალისტი ჩამოიყვანეს ივლისის ბოლოს. გაიყვანეს მოსახლეობა. იმიტომ კი არ გაიყვანეს, რომ უყვარდათ ოსები, იმიტომ, რომ ვიწრო გზაა როკის გვირაბის და როგორც კი მერე იქიდან დაიწყებოდა სროლები, ეს მოსახლეობა მოადგებოდა ფეხებში.

ახლა დანამდვილებით არის დადგენილი - პირველი ცეცხლი სამშვიდობოებს გაუხსნა გრუ-ს სპეცრაზმმა. მედვედევი ისტერიულად რომ იმეორებს, სააკაშვილმა მოკლა 3 ათასი კაციო, ამოიღონ ის ჩანაწერები, ურცხვად, ისტერიულად იმეორებს, 3 ათასი კაცი მოკლა, არ შევიდეთო? აღმოჩნდა, რომ 100 კაცია, ამოიღეს სია და პრაქტიკულად ყველა იყვნენ მებრძოლები.

- კიდევ ერთი ბრალება სწორედ მებრძოლებან დაკავშირები. მან აგრეთვე თქვა, რომ ქართველი სამშვიდობოები ცხრილავდნენ რუს სამშვიდობოებს, რაზეც ქვა, რომ ეს საერთოდ გაუგონარია...

- გრუს-ს სპეცრაზმმა გაუხსნა ცეცხლი რუს სამშვიდობოებს, იმისათვის, რომ ჰქონოდათ საბაბი. რუსეთის პოლიტიკა რა იყო – ლობისტებს აძლევდნენ შეკეთას, რომ ჩვენ კი არა ვართ კარგი ხალხი, მაგრამ საქართველოც ხომ ცუდი ხალხია. ჩვენი დღევანდელი მთავრობის წარმომადგენელი იგივეს იმეორებს: ორივე მხარე დამნაშავეა! ეს არის რუსული პროპაგანდა.

მე არ მინდა, რომ ის, რაც რუსეთმა სტრატეგიულად ვერ მიიღო 2008 წელს ქართველი ერის გმირული წინააღმდეგობის გამო, იმის გამო, რომ ხალხი გამოვიდა ქუჩაში, დღეს იმის გამო, რომ ბევრი ადამიანი გაჩნდა, რომელიც იგივეს იმეორებს,  იზრდება ჩვენ მიმართ საფრთხე. იმიტომ, რომ დღეს, 2008 წლისგან განსხვავებით, მათ ეგულებათ თბილისში მეხუთე კოლონა. ეგულება, რომ ჩამოვა, დახვდება თბილისი ხალხით, გამზადებული ინფრასტრუქტურით. ჩვენ გვყავს პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ღიად ფინანსდება პირდაპირ რუსეთიდან - არც მალავენ და პირდაპირ იმეორებენ მათ პროპაგანდას. სხვა თუ არაფერი, წინა არჩევნებზე 2 მილიარდი მისცეს ხომ, გამარჯვებული სუბიექტის ლიდერს?. ამას ხომ არავინ არ უარყოფს, მათ შორის თვითონაც. ასე რომ, ახლა მეშინია ყველაზე მეტად, არ წავაგოთ მშვიდობიან დროში ის, რაც მათ ვერ მიიღეს ომის დროს და ახლა ჩვენ თვითონ უნდა ჩავბარდეთ? რატომ, როცა საქართველოს მართლაც აქვს ისტორიული შანსი, გახდეს დამოუკიდებელი, წარმატებული, ძალიან წინწასული სახელმწიფო?“.