როსპოტრებნადზორმა რუსებს შესაძლოა თურქეთში ჩასვლა აუკრძალოს
საქართველო, 7 აგვისტო,
საქინფორმი. როსპოტრებნადზორი შეშფოთებულია თურქეთის კურორტებზე რუსი მოქალაქეების მოწამვლის გახშირებული შემთხვევებით და არ გამორიცხავს, რომ სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში ტურისტებს იქ ჩასვლა აუკრძალოს.
ოთხშაბათს „როსტურიზმმა“ ანტალიაში რფ-ის გენერალური საკონსულოს მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ანტალიისა და ბელექის კურორტებზე 50-მდე რუსი ტურისტი მოიწამლა. შაბათს კი სამედიცინო დაწესებულებებს დახმარებისათვის ოტელ Grand Ring-ში დაბინავებულმა 69 მოწამლულმა რუსმა ტურისტმა მიმართა. გამოკვლევის შემდეგ 15 კაცი საავადმყოფოში მოათავსეს.