უცხოეთი
მიხაილ ხოდორკოვსკი საპატიმროს ვადაზე ორი თვით ადრე დატოვებს

khodorkovskiსაქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. აპელაციის განხილვის შემდეგ რუსეთის უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ საპატიმროში მყოფი ყოფილი ნავთობმაგნატი მიხაილ ხოდორკოვსკი მოსალოდნელზე ადრე გათავისუფლდება - სასამართლომ მას და მის პარტნიორ პლატონ ლებედევს პატიმრობის ვადა ორი თვით შეუმცირა.

სასამართლოს დღეს  უნდა განესაზღვრა, მოეხსნებოდათ თუ არა მათ მეორე ბრალდება ფულის გათეთრებასა და დატაცებაში. ხოდორკოვსკის დამცველი მის გათავისუფლებას ითხოვდა და ამბობდა, რომ მას იმთავითვე უსაფუძვლო ბრალდებებით დასდეს მსჯავრი. სასამართლო შენობის დატოვებისას ადვოკატმა განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

ხოდორკოვსკი სხდომას არ დასწრებია. იგი კოლონიიდან ვიდეოკავშირის მეშვეობით ლაპარაკობდა. საპატიმრო მას 2014 წლის ოქტომბერში უნდა დაეტოვებინა, თუმცა, უკვე ერთი წლის შემდეგ გათავისუფლდება. მისი პარტნიორი კი ციხიდან 2014 წლის მაისში გამოვა.