სამართალი
დიმიტრი მედვედევი: „ჩვენ მეზობლები ვართ. ჩვენ და თქვენ არასოდეს ვიქნებით აშშ–ის მეზობლები, ეკონომიკური ინტეგრაციის ყველაზე მაღალი საფეხური კი მაშინ მიიღწევა, როცა ადამიანები მეზობლად ცხოვრობენ“

pravo-3-sosediსაქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. გუშინ საღამოს, 2013 წლის 6 აგვისტოს,  ქართული ტელეკომპანია Rustavi 2–ის ეთერში გავიდა ექსკლუზიური ინტერვიუ, რომელიც რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარემ დიმიტრი მედვედევმა 2008 წლის 8 აგვისტოს სამხრეთ ოსეთში ომის 5 წლისთავის წინ მისცა ნინო შუბლაძის საავტორო გადაცემა „პოზიციას“. ინტერვიუ 46 წუთს გრძელდებოდა და ერთდროულად, 22:00–ზე, რუსეთის მთავრობის საიტზე განთავსდა.

ნინო შუბლაძის შეკითხვაზე – ბატონმა პუტინმა საბჭოთა კავშირის დაშლას მეოცე საუკუნის გეოპოლიტიკური კატასტროფა უწოდა. მისივე იდეაა ევრაზიული კავშირის შექმნა. არის თუ არა ეს პოსტსაბჭოთა სივრცეზე რუსეთის გავლენის აღდგენის მცდელობა? – დიმიტრი მედვედევმა, კერძოდ, უპასუხა:

„საერთოდ, ეს მისი იდეა არ არის, ეს იდეა 1990–იან წლებში გაჩნდა...  მანამდეც ასეთ განცხადებებს რუსეთის ყველა პრეზიდენტი აკეთებდა. და იმიტომ კი არა, რომ ეს რუსეთის დომინირების იდეის წინ წაწევის ინსტრუმენტია, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ერთობლივი ცხოვრების ამგვარ გზას ყველაზე ცივილიზებულად, ყველაზე თანამედროვედ მივიჩნევთ. რაში მდგომარეობს ის? ის მდგომარეობს ინტეგრაციის აუცილებლობაში, თანაც თანასწორუფლებიანი, თანამედროვე ინტეგრაციის; ეკონომიკური პოტენციალების დაახლოებაში, ვაჭრობის, ინვესტიციების, ჰუმანიტარული თანამშრომლობის ურთიერთხელსაყრელი ფორმების გამოყენებაში, და ამ იდეამ ახლა დაიწყო განხორციელება.

...რატომ შეიძლება ეს საინტერესო იყოს საქართველოს და სხვა ქვეყნებისთვის? იმიტომ რომ ჩვენ მეზობლები ვართ. ჩვენ და თქვენ არასოდეს ვიქნებით აშშ–ის მეზობლები,  რაც უნდა მოხდეს... შეიძლება და საჭიროც არის პარტნიორობა, მაგრამ მეზობლები არ ვიქნებით, ეკონომიკური ინტეგრაციის ყველაზე მაღალი საფეხური კი მაშინ მიიღწევა, როცა ადამიანები მეზობლად ცხოვრობენ.

რაც უნდა ხდებოდეს ახლა ევროკავშირში, დამეთანხმეთ, რომ იქ კარგად ინტეგრირებული ეკონომიკებია, სიმყარის კარგი მარაგით, რომლებსაც ერთიანი ვალუტა, საერთო ბაზარი, საერთო ფასეულობები აქვთ. ეს მთლიანობაში კარგია, და ჩვენ აქედან მაგალითი უნდა ავიღოთ. დიახ, რა თქმა უნდა, კორექტირებით, იმის მოშორებით, რაც არ მუშაობს, მაგრამ მთლიანობაში ეს კარგი მაგალითია.

ჩვენთან რაღაც ამდაგვარის შექმნა გვინდა. თანაც ლაპარაკი არ არის საბჭოთა კავშირის აღორძინებაზე. ვის სჭირდება ეს – საბჭოთა კავშირის აღორძინება? ჩვენ ყველანი იქიდან მოვდივართ, და ამაში არანაირი საფუძველი არ არსებობს – ჩვენ XXI საუკუნეში ვცხოვრობთ“.