პოლიტიკა
დიმიტრი მედვედევი: „ნამდვილი შინაარსი მხოლოდ ჩვენ ვიცით, და არა ამ დოკუმენტის შემდგომმა განმმარტებლებმა“

politika-3-soderzhanieსაქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. გუშინ საღამოს, 2013 წლის 6 აგვისტოს,  ქართული ტელეკომპანია Rustavi 2–ის ეთერში გავიდა ექსკლუზიური ინტერვიუ, რომელიც რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარემ დიმიტრი მედვედევმა 2008 წლის 8 აგვისტოს სამხრეთ ოსეთში ომის 5 წლისთავის წინ მისცა ნინო შუბლაძის საავტორო გადაცემა „პოზიციას“. ინტერვიუ 46 წუთს გრძელდებოდა და ერთდროულად, 22:00–ზე, რუსეთის მთავრობის საიტზე განთავსდა.

ნინო შუბლაძის შეკითხვაზე – საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ ქვეყნისთვის მთავარი საფრთხე რუსეთია. საერთაშორისო თანამეგობრობა თვლის, რომ რუსეთის ჯარები – საოკუპაციოა, აგრეთვე ბრალს სდებს რუსეთს ეთნიკურ წმენდაში, 12 აგვისტოს შეთანხმების შეუსრულებლობაში. როგორ მიგაჩნიათ, ეს ყველაფერი რუსეთისთვის პრობლემად იქცა თუ არა? – დიმიტრი მედვედევმა, კერძოდ, უპასუხა:

„ჩვენ გამოვდიოდით და გამოვდივართ იქიდან, რომ იმ პერიოდში რუსეთის ფედერაციამ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების 51–ე მუხლის შესაბამისად განახორციელა თავისი უფლება თავდაცვაზე, მას შემდეგ, რაც ჩვენს სამშვიდო ფორმირებებს საომარი დარტყმა მიაყენეს, ადამიანები დაიღუპნენ. ამას ახლა, კომისის საქმიანობის შემდეგ, უკვე ყველა აღიარებს და, სხვათაშორის, საქართველოში მცხოვრები ადაიანების, საქართველოს მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი. ეს ერთი, და მეორე – ის ადამიანები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები იყვნენ, იმ მომენტში სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, ასევე დაზარალდნენ და დაიღუპნენ. ამიტომ ჩვენი კვალიფიკაცია უწინდელი რჩება. ის საერთაშორისო სამართლის ზოგად პრინციპებს და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებას ეფუძნება – თავდაცვის უფლება, სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე საპასუხო ქმედების შესაძლებლობის ჩათვლით.

რაც შეეხება შემდგომ მოქმედებებს, იცით, ზოგჯერ საკმაოდ გასაკვირია ამ ყველაფრის მოსმენა, იმიტომ რომ ეს შეთანხმება, რომელსაც თქვენ ახსენებთ, და როგორც ჩანს, მხედველობაში გაქვთ ის დოკუმენტი, რომელსაც ჩვენ სარკოზის მონაწილეობით მოვაწერეთ ხელი და რომელიც ამა თუ იმ ფორმით შემდგომში საქართველოს ხელისუფლებამ მოიწონა – მისი ნამდვილი შინაარსი მხოლოდ ჩვენ ვიცით, და არა ამ დოკუმენტის შემდგომმა განმმარტებლებმა. ამიტომ რუსული მხარის პოზიციაა: ჩვენი განზრახვების შინაარსი მთლაინად შეესაბამება იმ ტექსტს, რომელიც არსებობს. და მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენ იოტისოდენადაც არ გადაგვიხვევია ეგრეთ წოდებული მედვედევ–სარკოზის გეგმისგან: ჩვენ ჯარები უკან დავხიეთ და ამ სიტუაციის დამშვიდება ვცადეთ“.