სამართალი
კახეთის საპატრულო პოლიციას ახალი ავტომანქანები გადაეცა

samartali-1-avtoსაქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარ სამმართველოს 6 აგვისტოს ახალი საპატრულო მანქანები ოფიციალურად გადაეცა.

აღნიშნულ ღონისძიებას თელავში შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელები დაესწრნენ. მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს პირადად აცნობა სიახლეების შესახებ.

საპატრულო პოლიციის რებრენდინგი თბილისისა და ბათუმის შემდეგ კახეთის რეგიონშიც განხორციელდა. კახეთის საპატრულო პოლიციის ავტოპარკი მთლიანად განახლდა და „შკოდას“ მარკის 17 ახალი ავტომანქანით შეივსო.

პატრულ-ინსპექტორებს ყველა საჭირო ატრიბუტი, მათ შორის, ახალი სამხრე კამერით აღჭურვილი პოლიციის ფორმები გადაეცათ.

ასევე, გაფართოვდა კახეთის საპატრულო პოლიციის სამოქმედო არეალი. საპატრულო ეკიპაჟები ახლა უკვე ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს რაიონებშიც დაიწყებენ პატრულირებას.
საპატრულო პოლიციის რებრენდინგი გრძელდება და მალე საქართველოს ყველა რეგიონში განხორციელდება.

samartali-1-avto-qvem