უცხოეთი
სნოუდენი საიმიგრაციო სამსახურში აღრიცხვაზე ავიდა

1-snouden-3საქართველო, 6 აგვისტო, საქინფორმი. ამერიკის სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომელი ედვარდ სნოუდენი, რომელმაც რუსეთში დროებითი თავშესაფარი მიიღო, საიმიგრაციო სამსახურში აღრიცხვაზე ავიდა, - ამის შესახებ მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ანატოლი კუჩერენამ განაცხადა.

„იგი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით აღრიცხვაზე დადგა“, - განაცხადა კუჩერენამ.

მოქალაქეთა თვალთვალის შესახებ ამერიკის სპეცსამსახურების პროგრამის  მედიაში გასაჯაროების შემდეგ ამერიკის სპეცსამსახურების ექსთანამშრომელი ედვარდ სნოუდენი 23 ივნისს აშშ-დან გაიქცა და ჰონკონგიდან მოსკოვში ჩავიდა. მას შემდეგ იგი აეროპორტ „შერემეტიევოს“ სატრანზიტო ზონაში იმყოფებოდა, რომლის დატოვება არ შეეძლო, რადგან მისი ამერიკული პასპორტი ანულირებული იყო. ივლისის შუა რიცხვებში სნოუდენმა რუს უფლებადამცველებს შეატყობინა, რომ რფ-ში პოლიტიკური თავშესაფრის მიღება სურდა და დახმარება ითხოვა. 1 აგვისტოს მას რუსეთში დროებითი თავშესაფარი მისცეს.