უცხოეთი
რუსეთში მიგრანტების შესვლისა და ცხოვრების წესები გამკაცრდება

1-migrantebiსაქართველო, 6 აგვისტო, საქინფორმი. უახლოეს ხანებში რუსეთის საიმიგრაციო პოლიტიკა გამკაცრდება. ამის შესახებ დღეს ფედერალური საიმიგრაციო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე ელენა რადოჩინამ საზოგადოებრივ პალატაში გამართული „მრგვალი მაგიდის“ მიმდინარეობისას განაცხადა.

„უახლოეს ხანებში გამკაცრდება სასჯელი შრომითი მიგრანტების მიმართ, რომლებიც საცხოვრებელ ვადას 30 დღე-ღამეს გადააჭარბებენ. გამორიცხული არ არის, რომ მათ შემდგომ რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალებათ“, - აღნიშნა რადოჩინამ. მისი თქმით, ამჟამად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს იმ მიგრანტთა გამოსავლენად და პასუხისმგებლობაში მისაცემად, რომლებსაც მიგრაციის წესების ორი და მეტი დარღვევა აქვთ.

„31 იანვრიდან სამშობლოში იძულებით 155 კაცზე მეტს გაამგზავრებენ. მათი ხელმეორედ შემოსვლა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მკაცრად გაკონტროლდება“, - აღნიშნა ფედერალური საიმიგრაციო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ.