საქართველო, 6 აგვისტო, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ზაქარია ქუცნაშვილი არ გამორიცხავს, რომ პარტიის ფორმალური თავმჯდომარეობა ბევრი პარტიის ლიდერს საშუალებას მისცემს, გადასახადის გადამხდელის ფული პატივმოყვარეობის დაკმაყოფილებისთვის მოიხმაროს, - ამის შესახებ მან კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
“არჩევნებში მონაწილეობა და შედეგის ჩვენება უნდა იყოს ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლების განმსაზღვრელი. როგორ გაიზომება ეს – შეთანხმების საგანია. სხვა შემთხვევაში წავახალისებთ პარაზიტულ პარტიულ ფუნქციონირებას, როცა პარტიები ბიუჯეტის პარაზიტებად იქცევიან. პარტიის ფორმალური თავმჯდომარეობა ბევრი პარტიის ლიდერს საშუალებას მისცემს, პატივმოყვარეობა დაიკმაყოფილოს და გადასახადის გადამხდელის ფული პატივმოყვარეობის დაკმაყოფილებისთვის მოიხმაროს”, – აღნიშნა ქუცნაშვილმა.
დღეს პარლამენტში პარტიების საბიუჯეტო დაფინანსებასთან დაკავშირებით „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ.