რელიგია
საქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. „იგი ქართველი იყო და ამავე დროს რუსიც. წარმოშობით ქართველი იყო და მშვენივრად იცოდა ქართული ენა, ქართული სიმღერები, საეკლესიო გალობები. მისი გარდაცვალებისას მე სასულიერო სემინარიის სტუდენტი ვიყავი. ყველანი ვიდექით სააქტო დარბაზში და ვტიროდით, როცა მას ასაფლავებდნენ. სტალინი გამორჩეული პიროვნება იყო, ასეთები იშვიათად იბადებიან. მან იცოდა, ის ხვდებოდა რუსეთის მსოფლიო მნიშვნელობას ”, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ რუსულ გამოცემა Кавказская Политика-სთან ინტერვიუში განაცხადა.