საზოგადოება
ვიდეორგოლი თბილისზე ეროტიული ხმებით

Tbilisi_centerთბილისის მერია პირველ კომენტარს აკეთებს კლიპზე სახელწოდებით "ქალაქი, რომელსაც უყვარხარ". ვიდეორგოლი, რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელებში ტრიალებს. კლიპის ავტორი ზურა მენთეშაშვილია. ერთწუთიანი ვიდეორგოლი სასტუმრო "შერატონშია" გადაღებული.

მაგიდასთან მყოფი ახალგაზრდა გოგონები მამაკაცს გაიცნობენ, სასაუბრო ენა ინგლისურია. გოგონები მამაკაცს სახელს ეკითხებიან, რომელიც პასუხობს, რომ მისი სახელია თბილისი. კლიპს თან გასდევს ეროტიული ხმები. ნაჩვენებია თბილისის ღამის ხედები, საკვები, ერთ-ერთ კადრში ბალიშის ბუმბულები ცვივა... თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ზურა მენთეშაშვილს თბილისზე სხვა სახის სარეკლამო კლიპი შეუკვეთეს. თბილისის მერიაში ამბობენ, რომ "ფეისბუქზე" გავრცელებული კლიპი მერიის დაკვეთა არ არის და მასში არც თანხაა გადახდილი.