საზოგადოება
ცაგერის მაჟორიტარი დეპუტატი კარლო კოპალიანი "ოჯალეშის" ჯიშის ყურძნის განადგურების საფრთხეზე საუბრობს და ხელისუფლებას შესაბამისი ზომების დაუყოვნებლივ მიღებას სთხოვს კოპალიანმა ლეჩხუმელი გლეხების მძიმე მდგომარეობაზე, დღეს პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ამ რეგიონში თოვლი უკვე მოვიდა, გლეხები კი, დაუფინანსებლობის გამო, "ოჯალეშის" ჯიშის ყურძნის დაკრეფას ამ ეტაპზე ვერ ახერხებენ. კოპალიანმა ხაზი გაუსვა, რომ, უკვე სამი წელია, უშედეგოდ ითხოვს, ხელისუფლებისგან უნიკალური ჯიშის "ოჯალეშის" სუბსიდირებაც ისევე მოხდეს, როგორც "რქაწითელის", "საფერავისა" და "ხვანჭკარის" შემთხვევაში ხდება. დეპუტატის თქმით, "ოჯალეში" ცაგერის რაიონის მხოლოდ ორ სოფელში მოდის და მისი მოვლა საკმაოდ რთულია.