საქართველოს ხელისუფლება მინიმუმ 2 მლნ დოლარის ღირებულების მაღალი კლასის როკ-კონცერტების სერიის გამართვის თაობაზე აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ EurasiaNet.org-ი იუწყება. მისივე მონაცემებით, „საქართველოს მთავრობა და MTV ახლოს არიან იმ შეთანხმების გაფორმებასთან, რომელმაც სამხრეთ კავკასიის ეს ქვეყანა, შესაძლოა, პოპ-მუსიკის მოყვარულთა ლაშქრობის ადგილად აქციოს“.
მოლაპარაკებებთან დაახლოებულმა წყარომ ანონიმურობის დაცვის პირობით EurasiaNet.org-ს განუცხადა, რომ „მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს“.
სტატიის ავტორის მონაცემებით, სექტემბერში MTV-ს ხელმძღვანელმა ნეილ შარმამ თბილისში იმ მიზნით იმოგზაურა, რომ კონცერტების ჩატარების რეკლამირებისა და ამ საქმეში კერძო სექტორის მხარდაჭერის მოპოვებისთვის ქართული და უცხოური ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვედროდა. MTV-ის ერთი კონცერტის ღირებულება მინიმუმ 2 მილიონი დოლარია, შესაბამისად, ფინანსები მოლაპარაკებების მთავარი ფაქტორია.
EurasiaNet.org-ისთვის ნაჩვენები დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მთავრობა აქტიურად ეძებს კორპორატიულ სპონსორებს, რომლებიც ხარჯების დიდ ნაწილს დაფარავენ.