უცხოეთი
საქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ გომელის ოლქში, მდინარე პრიპიატზე თევზაობისას 3 ლოქო დაიჭირა, რომელთაგან ერთი 57 კგ-ს იწონიდა.
მთავრობის მეთაურმა მიხაილ რუსიმ კი აღნიშნა, რომ ლუკაშენკოს მიერ დაჭერილი ლოქო მისი სიმაღლის იყო.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას რფ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტუვაში 21 კგ-იანი ქარიყლაპია დაიჭირა.