საზოგადოება
კახეთში პედაგოგთა ხელფასები იგვიანებს

ganatlebaორი თვეა, კახეთის რეგიონში პედაგოგები ხელფასებს დაგვიანებით იღებენ. ამის მიზეზი განათლების სამინისტროს მიერ დაგვიანებით გადარიცხული თანხებია. პედაგოგები აცხადებენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია თვის ბოლოს ხელფასის აღება, ვინაიდან უმრავლესობას ბანკში კრედიტი აქვს, დაანგარიშების დღედ კი თვის ბოლო რიცხვი აქვთ მითითებული.

იმის გამო, რომ ხელფასი უგვიანდებათ, ბანკში ჯარიმები ერიცხებათ, რაც მათთვის დამატებითი პრობლემაა.

ამასთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროში საქინფორმს განუცხადეს, რომ თანხები დროულად გადის სამინისტროდან. ,,შესაძლოა, ბანკიდან ბანკში ტრანზაქცია იყოს გამომწვევი მიზეზი იმისა, რომ რამდენიმე დღით ხელფასები იგვიანებს,’’ - აცხადებენ სამინისტროში.