საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. 20 ივლისს ზუგდიდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრაიმერიზის დროს მომხდარი დაპირისპირება მკაცრად დაგმო პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“.
გაიოზ მონიავა - წერილობითი გაფრთხილება
ლაშა გოგია - გაფრთხილება
ზაალ თოდუა - გაირიცხა
„ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ ყოველთვის შეურიგებელი და სამართლიანი პოზიცია ექნება მსგავს ფაქტებთან მიმართებაში. გასულ წლებში და განსაკუთრებით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში ჩვენ არაერთხელ გავმხდარვართ ძალადობის, ზეწოლის, უსამართლობის ობიექტი, თუმცა, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ეს სამარცხვინო პრაქტიკა უნდა დასრულდეს. ჩვენ, როგორც მმართველი კოალიციის წევრ პარტიას, გვეკისრება პასუხისმგებლობა არჩევნების სამართლიანად ჩატარებაზე.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, პარტია აფრთხილებს მის ყველა წევრს და მხარდამჭერს, თავი შეიკავონ მსგავსი აგრესიული ქმედებებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ კვლავაც მიიღებს უმკაცრეს დისციპლინარულ ზომებს.