უცხოეთი
რუსეთისა და აფხაზეთის საზღვარზე „მწვანე კორიდორი“ შეიქმნება

1-ucx-2საქართველო, 29 ივლისი, საქინფორმი. კრასნოდარის მხარეში ათასობით ტურისტი ჩადის და ბევრი მათგანი აფხაზეთისკენ მიემართება. დამსვენებელთა დიდი ნაკადის გამო სასაზღვრო პოსტზე მუდმივად ავტომანქანების რიგია. საცობების აღმოფხვრას ხელს „მწვანე კორიდორი“ შეუწყობს.

უკვე ოქტომბრის ბოლოს ორი მიმართულებით მსუბუქი ტრანსპორტისთვის ორ-ორ ზოლს დაამატებენ. ამასთან, მათთვის „მწვანე კორიდორსაც“ გახსნიან, სადაც მოძრავი ავტომანქანის მძღოლი სამართალდამცველებს ამ გზით მიახვედრებს, რომ არ გადააქვს სახიფათო ტვირთი ან საქონელი, რომელიც დეკლარირებას ექვემდებარება. თუმცა, „მწვანე კორიდორი“ კანონის დამრღვევებისთვის გვირაბის ბოლოს სინათლედ ვერ გადაიქცევა. ამ ერთი შეხედვით დაუბრკოლებელ ზოლზეც, ეჭვის შემთხვევაში, მესაზღვრეები და მებაჟეები ავტომანქანებს გააჩერებენ და შეამოწმებენ.